Friday, July 8, 2016

 ჩემს მიერ მომზადებული პრეზენტაცია რომელსაც გამოვიყენებ გაკვეთილის დროს

Wednesday, June 22, 2016



ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამა



განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანა, სწავლა-სწავლების შედეგების გასაუმჯობესებლად, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანი დანერგვის უზრუნველყოფაა. ამისათვის აუცილებელი პირობაა მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის შესაბამისი ისტ უნარებით აღჭურვა, რათა მათ თავის მხრივ უზრუნველყონ სკოლაში ციფრული კულტურის დამკვიდრება და მოსწავლეებში 21-ე საუკუნის შესაბამისი კომპეტენციების განვითარება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2009 წლიდან ახორციელებს მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგებს. ამ ტრენინგების მიზანი მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებით სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაა. მიზნის მისაღწევად 2009-2015 წლებში განხორციელდა სხვადასხვა ისტ ტრენინგკურსი საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის, ბიბლიოთეკარებისა და დირექტორებისთვის. 2015 წლის ბოლოსთვის საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში მასწავლებელთა გარკვეული რაოდენობაა მომზადებული, რომლებიც ისტ-ის სასწავლო პროცესში ინტეგრირების უნარ-ჩვევებს ფლობს.

მიზნები და ამოცანები




მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება ინფორმაციულ-საკომუნიკაციოტექნოლოგიების ინტეგრირების გზით.
სკოლაში ციფრული კულტურის დამკვიდრების ხელშეწყობა ისტ-ში მომზადებული მასწავლებლების რესურსისგააქტიურების, მათში დაგროვილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში თანმიმდევრული გამოყენების ხელშეწყობის,ასევე სკოლის დირექციის პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფის გზით.
ქართულენოვანი ელექტრონული სასწავლო რესურსის შექმნა და გამოყენების პოპულარიზება ისტ-ის სასწავლოპროცესში ინტეგრაციის ხელშესაწყობად.

სამიზნე ჯგუფი


ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგები ტარდება საქართველოს საჯარო სკოლისმასწავლებლებისთვის, ბიბლიოთეკარებისა და დირეტორებისთვის.
ტრენინგებში მონაწილეობის მსურველებს საშუალება აქვთ დარეგისტრირდნენ მასწავლებელთა პროფესიულიგანვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.tpdc.ge.